ელა ლენგლის სენსაციურმა სიმღერამ – Choosin’ Texas ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” პირველ ადგილზე, 22-ე კვირა აითვალა. ამ შედეგით მან გაათანაბრა საკულტო ჰიტ-აღლუმის ყველა დროის აბსოლუტური რეკორდი, რომელიც მერაია ქერის ლეგენდარულ საშობაო ჰიტს – All I Want for Christmas Is You ეკუთვნოდა.
ჩარტის პირველ ადგილზე 22 კვირა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, რაც კი რომელიმე სიმღერას ლიდერ პოზიციაზე ოდესმე დაუფიქსირებია.
ამასთან, ვინაიდან მერაია ქერის სიმღერა სეზონური ჰიტია, ელა ლენგლის ჩანაწერი ჩარტის 68-წლიან ისტორიაში ოფიციალურად გახდა ყველაზე ხანგრძლივად პირველადგილოსანი არასადღესასწაულო სიმღერა.
მუსიკალური ექსპერტები აქტიურად აკვირდებიან ჩარტის პროგნოზებს, რადგან მომავალ კვირას ელა ლენგლის აქვს შანსი გახდეს მუსიკის ისტორიაში ერთპიროვნული, აბსოლუტური რეკორდსმენი.