პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი, „ვენეციის კინოფესტივალზე“, მათი ახალი ერთობლივი ფილმის, Bunker-ის პრემიერაზე გამოჩნდნენ.
პენელოპეს წითელ ხალიჩაზე ელეგანტური, ალისფერი „შანელის“ კლასიკური კაბა ამშვენებდა, ხავიერს კი სმოკინგი ეცვა. წყვილი, რომელიც ერთად იშვიათად ჩნდება, ერთმანეთის გვერდის საოცრად ბედნიერად გრძნობდნენ თავს. მათ წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.
რაც შეეხება მათ ფილმს, მისი რეჟისორი ფლორიან ზელერია. ფსიქოლოგიურ დრამაში ხავიერ ბარდემი არქიტექტორის როლს ასრულებს, რომელსაც მილიარდერი მიწისქვეშა ბუნკერის აშენებას დაავალებს. ბუნკერის მშენებლობა მის ქორწინებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს და ურთიერთობაში დაძაბულობა სულ უფრო მატულობს.
ფილმი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფაქტის გამოც, რომ კრუსი და ბარდემი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც წყვილი არიან, ეკრანზე ერთმანეთის მეუღლეებს თამაშობენ.
პენელოპე კრუსსა და ხავიერ ბარდემს ახალ ფილმში ვიხილავთ – ცნობილია დეტალი