LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „მათმა ცეცხლმა ჰოლივუდი გადაბუგა“ – ირინა შეიკი და მიკელე მორონე ხელიხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ

362
page

ნეაპოლში, „დოლჩე და გაბანას“ ახალი არომატის, Your Devotion-ის, პრეზენტაციასთან დაკავშირებული სპეციალური ვახშამი გაიმართა, რომლის სახეებიც, სუპერმოდელი, ირინა შეიკი და იტალიელი მსახიობი, მიკელე მორონე არიან.

იტალიური ვნებით სავსე სიყვარულის ისტორია – ირინა შეიკისა და მიკელე false უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

40 წლის ირინა შეიკმა ღონისძიებაზე ამავე ბრენდის ნახევრად გამჭვირვალე, მაქმანებიანი შავი კაბით მიიქცია ყურადღება.

წყვილის ერთობლივმა გამოჩენამ ახალი მითქმა-მოთქმა გააჩინა. ისინი საზოგადოების წინაშე ხელიხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. მედიაში აქტიურად წერენ, რომ შესაძლოა შეიკსა და მორონეს რომანი აქვთ.

„მათმა ცეცხლმა ჰოლივუდი გადაბუგა“, „საუკეთესო წყვილია“,„ყველაზე ქარიზმატული წყვილი ჰოლივუდში“, – არ წყდება კომენტარები.

ბრენდის განცხადებით, ახალი არომატი სიყვარულის თემას იკვლევს, როგორც „სიმამაცის აქტს, ძლიერ კავშირს და არა წარმავალ ემოციას“.

ვიდეორგოლის რეჟისორი გორდონ ფონ შტაინერია. სიუჟეტი ნეაპოლში ვითარდება და იტალიური ვნებით სავსე სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ვიდეოს მუსიკალურ ფონად ჯინო პაოლის ცნობილი კომპოზიცია, Sapore di Mare გასდევს.

ირინა შეიკმა პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაღებები მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.

„დაუვიწყარი დღეები ნეაპოლში. ამ ისტორიის შექმნაში იმდენი სიცილი, ვნება და გულწრფელი თავდადება ჩაიდო. ასეთ ნიჭიერ გუნდთან მუშაობამ და ქალაქის განსაკუთრებულმა ატმოსფერომ ეს გამოცდილება მართლაც გამორჩეული გახადა. მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის ნაწილი იყო“, – დაწერა მოდელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები