LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: პატარძლის ორიგინალური ლუქი, „სუხიშვილების“ ცეკვა და ვარსკვლავური სტუმრები – ანკა უგლავას გრანდიოზული ქორწილი

1977
ანკა უგლავას ქორწილი

სოციალურ ქსელში მორიგი გამორჩეული ქორწილის კადრები ვირუსულად ვრცელდება. ამჯერად ოჯახი მუსიკალურმა მენეჯერმა, „ვოკალის აკადემიის“ დამფუძნებელმა, ანკა უგლავამ შექმნა.

მისი და გიორგი გულიაშვილის სიყვარულის ისტორია ახალ ეტაპზე გადავიდა – ივნისში შემდგარი ხელის თხოვნის შემდეგ, წყვილმა ჯვარი დაიწერა.

დიდი წვეულება კი ახლახან, „შატო ვარციხეში“ გაიმართა, სადაც წყვილმა უახლოეს ადამიანებს უმასპინძლა.

საღამო დაუვიწყარი ემოციებით, მუსიკით, ცეკვებითა და გრანდიოზული ფეიერვერკით იყო სავსე.

სტუმრებს შორის იყვნენ „სუხიშვილების“ როგორც უფროსი, ისე უმცროსი თაობის წარმომადგენლები, მათ შორის თეა დარჩია, მარიამ მათიაშვილი. ასევე, არაერთი ცნობილი სახე – თინათინ წულაძე, მომღერალი დათუნა ალადაშვილი და სხვა ახალგაზრდა ხელოვანები.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის იმიჯმა.

ანკა უგლავას ორიგინალური თავსაბურავი ეკეთა, რომელიც ვუალის როლსაც ასრულებდა, ხოლო წვეულების მეორე ნაწილისთვის მან არჩევანი მოკლე, გრძელშლეიფიან კაბაზე შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები