კინოკომპანია – Sony Pictures-ის გარშემო დიდი აჟიოტაჟია. რეჟისორ, პოლ კინგის მომავალმა ბიოგრაფიულმა ფილმმა ფრედ ასტერის შესახებ, სამსახიობო გუნდი ოფიციალურად შეკრიბა.
პროექტის მთავარი სიურპრიზი პოპ-ვარსკვლავ, საბრინა კარპენტერის შემოერთება გახდა, რომელიც ეკრანზე ჯინჯერ როჯერსის როლს მოირგებს. კრიტიკოსების თქმით, კარპენტერის ვოკალური და სცენური მონაცემები იდეალურად შეესაბამება ჰოლივუდის ოქროს ხანის მიუზიკლების სტანდარტებს.
ფილმი დაფუძნებულია კეთლინ რაილის ბიოგრაფიაზე – The Astaires: Fred & Adele. ფილმის მთავარი ხაზი ფოკუსირებული იქნება არა მხოლოდ ფრედისა და ჯინჯერის საკულტო კინოპარტნიორობაზე, არამედ და-ძმის – ფრედ და ადელ ასტერების ადრეულ სასცენო მოღვაწეობაზე ბროდვეისა და ლონდონში.
ფილმში, რომლის სამუშაო სათაური ჯერჯერობით უცნობია, მთავარ როლს თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი, ტომ ჰოლანდი განასახიერებს. ჰოლანდი, რომელმაც კარიერა ლონდონის უესტ-ენდში, მიუზიკლ – „ბილი ელიოტში“ ცეკვით დაიწყო, თავად შეასრულებს ყველა რთულ ქორეოგრაფიულ ნომერს. მსახიობმა აღნიშნა, რომ სურს ცეკვები გადაიღონ ზუსტად ისე, როგორც ამას თავად ასტერი აკეთებდა – დუბლებისა და მონტაჟის გარეშე, ერთი უწყვეტი კადრით.
ტომ ჰოლანდი ფრედ ასტერის როლს მოირგებს
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ბიოპიკში მარგარეტ ქუალიც გამოჩნდება, რომელსაც ასევე აქვს პროფესიონალური საცეკვაო განათლება. „სუბსტანციის“ ვარსკვლავი ფრედის უფროსი დის, ადელის როლში მოგვევლინება.
სურათის გადაღებები, 2027 წლის დასაწყისში იგეგმება.