LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პასუხს 5 დღე ველოდე“ – მადონამ საბრინა კარპენტერს კოლაბორაციისთვის პირადად მიწერა

484
photo-collage.png - 2026-09-28T170434.273

MTV Video Music Awards-ზე მადონამ და საბრინა კარპენტერმა ერთ-ერთი მთავარი ჯილდო ნომინაციაში – „საუკეთესო კოლაბორაცია“ მოიპოვეს ჰიტისთვის – Bring Your Love.

სცენაზე სიტყვით გამოსვლისას, პოპ-დედოფალმა აუდიტორიას სახალისო ისტორია გაუზიარა იმის შესახებ, თუ როგორ მოუწია კარპენტერის მენეჯმენტის გვერდის ავლა მასთან თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, როდესაც საბრინასთან დუეტის ჩაწერა მოინდომა, ამ უკანასკნელის გუნდისგან პასუხის გაცემას 5 დღე ელოდა. მოთმინებადაკარგულმა კი კარპენტერთან დაკავშირება პირადად გადაწყვიტა და მას Instagram-ზე მიწერა.

„ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რა მოუთმენელი ვარ. როდესაც საბრინასთან დაკავშირება ვცადე და მისი გუნდისგან პასუხს 5 დღის განმავლობაში ამაოდ ველოდი, გადავწყვიტე, ,,ინსტაგრამზე” პირადად მიმეწერა. მან მაშინვე მიპასუხა და რამდენიმე კვირაში უკვე ერთად ვიყავით სტუდიაში“ – განაცხადა მადონამ.

საპასუხოდ, საბრინამ მენეჯმენტი დაიცვა, თუმცა ხუმრობით დასძინა, რომ ის მის გუნდზე სწრაფია.

„ჩემი გუნდი ყველას პასუხობს, უბრალოდ მე უფრო სწრაფი ვარ. ასე რომ, ჩემთან პირდაპირი ხაზი ყოველთვის საუკეთესო გზაა“, – აღნიშნა კარპენტერმა.

ცნობისთვის, Bring Your Love მადონას მეთხუთმეტე სტუდიური ალბომის – Confessions II ერთ-ერთი მთავარი სინგლია. ტანდემმა ის ცერემონიის გახსნაზე შეასრულა.

მადონასა და ტეილორ სვიფტის ტრიუმფი MTV Video Music Awards-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები