ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში „იონას ფენომენის“ შესახებ წერს და კრიზისულ პერიოდებს განსხვავებული პერსპექტივით განიხილავს.
მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში, სადაც მუდმივი პოზიტივი და წარმატება ხშირად ცხოვრების მთავარ საზომად არის ქცეული, ადამიანებს მარცხისა და ტკივილის ეშინიათ. თუმცა, როგორც ასტროლოგი წერს, რთული პერიოდი შესაძლოა არა დასასრული, არამედ შინაგანი ცვლილებისა და ახალი ეტაპის დასაწყისი იყოს.
“იონას ფენომენი: ჩადი ფსკერამდე, რათა ხელახლა დაიბადო!
ჩვენს ყოფიერებაში, სადაც მუდმივი პოზიტივი და წარმატება ერთადერთ ნორმად იქცა, ადამიანებს მარცხის, ტკივილისა და კრიზისის საშინლად ეშინიათ. როდესაც ცხოვრების ჩვეული რიტმი ინგრევა და სასოწარკვეთის ბნელ პერიოდში შევდივართ, ჩვენი პირველი ინსტინქტი ამ მდგომარეობიდან ნებისმიერ ფასად გაქცევაა.
მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ფსკერზე დაშვება და სიბნელის მიერ ჩვენი „გადაყლაპვა“ დასასრული კი არა, სულიერი გამოღვიძებისა და ცნობიერების ახალ საფეხურზე გადასვლის ერთადერთი გზაა?
პატრეონზე, ჩემს ახალ სტატიაში ამ უძველეს მითოლოგიურ და ფსიქოლოგიურ კანონზომიერებას ვაანალიზებთ”,- აღნიშნავს რამაზ გიგაური და სტატიას აქვეყნებს.
