LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jaguar Land Rover 4 ათასამდე თანამშრომელს შეამცირებს

123
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ბრიტანული ავტომწარმოებელი Jaguar Land Rover მომდევნო ორი წლის განმავლობაში თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას გეგმავს. კომპანიამ შესაძლოა დაახლოებით 4 000 სამუშაო ადგილს გააუქმებს, რაც გლობალური შტატის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

შემცირება ძირითადად ადმინისტრაციულ და მენეჯერულ პოზიციებს მოიცავს და წარმოებაში დასაქმებულ თანამშრომლებს პირდაპირ არ შეეხება. JLR-ის განცხადებით, კომპანია ხარჯების შემცირებისა და ოპერაციების გამარტივების მიზნით ნებაყოფლობითი გათავისუფლების პროგრამას იწყებს.

JLR-ის მიზანია მომდევნო ორ წელიწადში დაახლოებით 1.7 მილიარდი ფუნტის ეკონომია. კომპანია ასევე ცდილობს, ავტომობილების წლიური გაყიდვების ის დონე შეამციროს, რომელიც ხარჯების დასაფარად არის საჭირო – დაახლოებით 300 ათას ავტომობილამდე.

კომპანიაზე ზეწოლას რამდენიმე ფაქტორი ახდენს. მათ შორისაა ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირება, ჩინური მწარმოებლების გაძლიერებული კონკურენცია, აშშ-ის ტარიფები და 2025 წელს მომხდარი მასშტაბური კიბერშეტევა, რომელმაც JLR-ის წარმოების პროცესი რამდენიმე კვირით შეაფერხა.

ფინანსური მდგომარეობის გაუარესება განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოგების მაჩვენებელში: JLR-ის მოგება გადასახადების გადახდამდე ერთ წელიწადში დაახლოებით 2.5 მილიარდი ფუნტიდან მხოლოდ 14 მილიონ ფუნტამდე შემცირდა.

ბრიტანეთის მთავრობამ JLR-ის პირდაპირი ფინანსური დახმარება გამორიცხა. ამასთან, მინისტრი ჯონათან რეინოლდსი კომპანიის ხელმძღვანელობასა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა დაგეგმილი შემცირებების საკითხი განიხილოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები