LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელს სთხოვს საყვარელ მამაკაცს?“ – 47 წლის კეტი ჰოლმსისა და მისი ახალგაზრდა შეყვარებულის განცხრომა კომოს ტბაზე 

598
page

47 წლის კეტი ჰოლმსი და მისი ახალი პარტნიორი, 39 წლის მხატვარი, ჯეისონ ბარდ იარმოსკი, იტალიაში, კომოს ტბაზე რომანტიკული დასვენებას აგრძელებენ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცეში უამრავი კრიტიკული კომენტარი გამოიწვია, რაც ძირითადად მათ შორის ასაკობრივ სხვაობას უკავშირდება.

თუმცა, ფაქტია, კეტის არავის აზრი არ აინტერესებს და თავს საოცრად ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს ახალ გულის სწორთან ერთად.

ახალ ფოტოებში წყვილი კვლავ იახტაზე ატარებს დროს. ამჯერად კეტის თეთრი ბიკინი ეცვა და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშიც იყო. ფოტოების ახალ სერიას არც ამჯერად ჩაუვლია კომენტარების გარეშე.

„ხელს სთხოვს საყვარელ მამაკაცს?“, „კეტი შეყვარებულია“, „დედა-შვილს ჰგვანან“, „აშკარად შეუფერებელი წყვილია“, „კეტი ბრწყინვალედ გამოიყურება“, – არ წყდება კომენტარები.

„დედა-შვილს ჰგვანან“ – 47 წლის კეტი ჰოლმსმა შეყვარებული გამოაჩინა და კრიტიკაც დაიმსახურა

„ტომ კრუზს ერთადერთი ბიოლოგიური შვილი 10 წელია არ უნახავს“ – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები