კომოს ტბაზე რომანტიკული უქმეების შემდეგ, კეტი ჰოლმსი და მისი ახალი პარტნიორი, ჯეისონ ბარდ იარმოსკი „ნიუ-იორკის მოდის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ Cult Gaia-ს ჩვენებას დაესწრნენ.
47 წლის მსახიობი და 39 წლის მხატვარი ღონისძიებაზე ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და აღტაცებას არ მალავდნენ და მალევე მოექცნენ სტუმრებისა და მედიის ყურადღების ცენტრში. კეტი ახალი შეყვარებულის გვერდით საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.
„შუა ხნის ასაკში ნაპოვნი სიყვარულის შეუნიღბავი ბედნიერება“, – ასე აფასებენ კეტის ახალ ფოტოებს.
„დედა-შვილს ჰგვანან“ – 47 წლის კეტი ჰოლმსმა შეყვარებული გამოაჩინა და კრიტიკაც დაიმსახურა