კეტი ჰოლმსი და მისი ახალგაზრდა შეყვარებული, მხატვარი ჯეისონ ბარდ იარმოსკი, ნიუ-იორკში გამართულ US Open-ის მამაკაცთა ფინალს დაესწრნენ, თუმცა, მატჩს ნაკლებად უყურებდნენ.
47 წლის ვარსკვლავი და 39 წლის იარმოსკი ტრიბუნებზე ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას არ მალავდნენ. წყვილი ხელჩაკიდებული იჯდა, ერთმანეთს ხშირად უცინოდა და თბილად უცქერდა.
ერთ-ერთ მომენტში იარმოსკმა ჰოლმსს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რასაც მსახიობის სიცილი მოჰყვა.
„სულ გააგიჟა ამ ბიჭმა,18 წლის გოგოსავით იქცევა“, – წერენ ინტერნეტ სივრცეში.
ცნობისთვის, წყვილი ერთად გასულ თვეს გამოჩნდა. ინსაიდერის ცნობით, მათ ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ გამართულ ვახშამზე გაიცნეს და მას შემდეგ აღარც განშორებულან.