“უკბილო ხუმრობა”, “ცეცხლთან თამაში”, “თვალი მეცა”, “ფიქრებმა გამიტაცა” – ეს იმ ცნობილი ქართული ფრაზებისა და გამონათქვამების მცირე ჩამონათვალია, რომლის საინტერესო ილუსტრირება კესო გველესიანმა შემოგვთავაზა.
კესო გველესიანის იდეამ გაეცოცხლებინა და ორგინალური გზით წარმოეჩინა ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გავრცელებული ქართული ანდაზები და ფრაზები, დიდი მოწონება დაიმახურა.
როგორც წესი, ქართული ანდაზები თავისი შინაარსით გადატანითი მნიშვნელობით აღიქმება, თუმცა კესო გველესიანის ვერსიაში მას სულ სხვა, პირდაპირი დატვირთვა აქვს.






