LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია – ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს

173
shota musaevi

ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის განცხადებით, flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის საელჩო – ქედს ვიხრით ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმის, შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა

ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის დროს გმირობის ჩადენისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს იანივ ჰაიუნის, ცვიკა მანესისა და ასაფ რაჯუანის, რომლებიც კაბინაში შევარდნენ და პილოტი გაანეიტრალეს, რომელმაც კაპიტანი სმიტ მაჩჩჰარი დაჭრა.

„არ დავლოდებივარ, რომ ვინმეს დაეძახა…“ – ვინ არის წარმოშობით ქართველი ექიმი, რომელმაც Flydubai-ს ბორტზე დაჭრილი კაპიტანი გადაარჩინა

ასევე, ჰერცოგი საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს ექიმ შოთა მუსაევს, რომელმაც მძიმედ დაჭრილ მაჩჩჰარს სიცოცხლის გადასარჩენად სამედიცინო დახმარება გაუწია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი წარმოშობით ქართველია.

ექიმი შოთა მუსაევი თელ-ავივში ჩინეთიდან ბრუნდებოდა.

„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი და საბოლოოდ, სისხლდენის შეჩერება და არტერიული წნევის სტაბილიზება შევძელი“, – აღნიშნა მუსაევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები