LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს ცოლს ვუთხარი, დასახმარებლად მივდივარ-მეთქი და გამოვემშვიდობე“ – რას ჰყვება ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც Flydubai-ის რეისზე პილოტი გადაარჩინა

284
შოთა მუსაევი

ექიმი შოთა მუსაევი ერთ-ერთი მგზავრი იყო Flydubai-ის რეისზე, რომელიც 20 სექტემბერს ჩამოგდებას გადაურჩა.

მუსაევმა შემთხვევის დეტალებზე „რადიო თავისუფლებასთან“ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ სტომატოლოგმა შოთა მუსაევმა რეისზე დაჭერილ პილოტს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და სიკვდილისგან იხსნა.

„ჩემს ცოლს ვუთხარი, დასახმარებლად მივდივარ-მეთქი და გამოვემშვიდობე.

კაბინა დახურული რომ ყოფილიყო, ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებოდით. ეს იქნებოდა 11 სექტემბერი, რაც მოხდა ამერიკაში.

ყველაფერი სტაბილურად მიდიოდა, ერთ მომენტში ვიგრძენთ თვითმფრინავის დიდი დაშვება, ზუსტად ნახევარ წუთში გავიდეთ ხმები წინიდან, ეს იყო ყვირილი, ქალი ყვიროდა, დანა არისო, უკვე მივხვდი, რომ ტერორისტული აქტი იყო.

მე შევუერთდი იმ გმირებს, ვინც იყვნენ ჩვენს წინ, ვინც შევიდა პირველი კაბინებში და გამოიყვანა ეს ტერირისტი…“ – აღნიშნა შოთა მუსაევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები