კომპანიამ Microsoft აფართოებს Lumia-ს ხაზს და კიდევ ერთ ჭკვიან ტელეფონს გვთვაზობს. მართალია ჯერ ოფიციალური ანონსი არ შემდგარა, მაგრამ ინტერნეტში უკვე გავრცელდა ინფორმაცია ამ ტელეფონის შესახებ. მისი სავარაუდო სახელწოდებაა Saana. ის იმუშავებს ოპერაციულ სისტემაზე Windows 10 Mobile და მას 5 დუიმიანი ეკრანი ექნება. ასევე მას არ ექნება კამერის მართვის ღილაკი, სმარტფონს დაამშვენებს პროცესორი Qualcomm MSM8909 Snapdragon 210. სხვა დეტალები და სმარტონის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.