[ნია იმნაძე, მის შეყვარებულ ალექსანდრე გაბაშვილს] დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ ასე ხდებოდა და მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას ან პროკურორს. ემოქმედა სწორედ მას იმიტომ, რომ ის იყო ალექსანდრე გაბაშვილი და იყო ნია იმნაძის შეყვარებული“, – ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნია იმნაძის ნება არასდროს ყოფილა, რომ გიგა ავალიანი დაზიანებულიყო რაიმე ფორმით… უდანაშაულოდ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული, ის განწირულია…“ – ნია იმნაძის ადვოკატის განცხადება
„მტკიცებულებებში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ მინაწერს, ირიბს, თუ პირდაპირს, რაც დაკავშირებული იქნებოდა მაგალითად შემდეგთან – „ჩაარტყი“, „მოკალი“, ან მითითებას მისცემდა, ან დაიყოლიებდა…“
ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს ნია იმნაძის მოტივსა და მიზანს, ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.
„ალექსანდრე გაბაშვილის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი წინადადება, რა დროსაც, ალექსანდრე გაბაშვილი თავის მეგობარს და კლასელს, ანი ნასყიდაშვილს ეუბნება – „ორი კვირაა მეუბნება, რომ მასწავლებელი მავიწროებს, მაწუხებსო და რას იფიქრებს ჩემზე, რომ მე არაფერს ვმოქმედებო“. ამ წინადადებას სწორედ ის შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, რომ ნია იმნაძე იმიტომ აწვდიდა გიგა ავალიანის შესახებ არასასურველ ინფორმაციას ალექსანდრე გაბაშვილს, რომ გაბაშვილი შემდგომ ფიზიკურად გასწორებოდა და შური ეძია მასზე და ეს ალექსანდრე გაბაშვილის თავმოყვარეობაზე მოქმედებდა. სწორედ ამ მიმოწერით დასტურდება ის, რომ ალექსანდრე გაბაშვილი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გაეკეთებინა ის, რაც ნია იმნაძეს სურდა. ალექსანდრე გაბაშვილი წერს მეგობარს, „ორი კვირაა მეუბნებაო“. ანუ [ნია იმნაძე, მის შეყვარებულ ალექსანდრე გაბაშვილს] დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ ასე ხდებოდა და მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას ან პროკურორს. ემოქმედა სწორედ მას იმიტომ, რომ ის იყო ალექსანდრე გაბაშვილი და იყო ნია იმნაძის შეყვარებული. ის იყო თავმოყვარე ბიჭი და გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ის რომ ნია იმნაძე კმაყოფილი იყო უკვე ჩადენილი ქმედებით, თავის ემოციურ დამოკიდებულებას ავლენს მამამისთან, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ჩატარებულ საუბრებში”,- განაცხადა ქეთევან სონიძემ.
ეკა კუპატაძე: „ნია იმნაძეს ვედავებით წაქეზებას – დიახ, ის არის ტიპური მანიპულატორი და თავისი მანიპულაციური ტექნიკებით წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი, რათა მოეკლა უდანაშაულო, სპეტაკი და ღირსეული ახალგაზრდა, გიგა ავალიანი“
ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
პროკურორის თქმით, ნია იმნაძემაც და ანასტასია ბერუაშვილმაც იცოდნენ, რომ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე იყვნენ დაჯგუფების წევრი. პროკურორის თქმით, ეს მტკიცებულებებით დასტურდება.
