LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენად ხშირი სქესობრივი კონტაქტი არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს ორსულობა ან როდის…“ – ექიმი, ქეთევან ქანთარია უშვილობის დამარცხების გზებზე

300
ქეთევან ქანთარია

ნატა ხარაშვილის პოდკასტს „სტუმრად ექიმთან“ რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, კლინიკა „ლიდერმედის“ ექიმი – ქეთევან ქანთარია სტუმრობდა, რომელმაც უშვილობის დამარცხების გზებზე, საზოგადოებაში დამკვიდრებულ მითებზე, მცდარ წარმოდგენებზე ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუიზიარა.

ექიმმა განმარტა, თუ რამდენად ხშირი სქესობრივი კონტაქტი არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს ორსულობა:

რატომ არ დგება ორსულობა? – 10 მნიშვნელოვანი კითხვა გინეკოლოგ ქეთევან ქანთარიასთან

ნატა ხარაშვილის პოდკასტს „სტუმრად ექიმთან“ რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, კლინიკა „ლიდერმედის“ ექიმი – ქეთევან ქანთარია სტუმრობდა, რომელმაც უშვილობაზე და ინვიტრო განაყოფიერებაზე, როგორც უშვილობის დამარცხების ერთ-ერთ საუკეთესო გზაზე, ასევე საზოგადოებაში დამკვიდრებულ მითებზე, მცდარ წარმოდგენებზე ისაუბრა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიზიარა. როდესაც უშვილობაზე ვსაუბრობთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ასაკი და რატომ კეთდება ხოლმე ნაკლები აქცენტი მამაკაცის ასაკზე, ქალბატონების ასაკისგან განსხვავებით? […]

„რამდენად ხშირი სქესობრივი კონტაქტი არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს ორსულობა, ან როდის – საშუალოდ რეკომენდებულია მენსტრუაციული ციკლის მეათედან მეოცე დღის ჩათვლით ჰქონდეს წყვილს სქესობრივი კონტაქტი ყოველდღე ან დღეგამოშვებით. არ არის აუცილებელი ოვულაციის პერიოდში, სქესობრივი თანაცხოვრების აუცილებელი დამთხვევა, პირიქით, მე ვურჩევ წყვილებს, რომ არანაირი თანხვედრა, არანაირი ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რომ აი მე დღეს ვიყავი ექიმთან და რადგან ექოსკოპიურად დადასტურდა ოვულაცია, აუცილებლად დღეს უნდა გვქონდეს სქესობრივი კონტაქტი, ვურჩევ რომ ასეთი დაძაბულობა, საერთოდ მოხსნან“, – ამბობს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები