რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე, რომლებიც, შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას დაეხმაროს.
მის მიერ დასახელებულ საკვებს შორის პირველ ადგილზეა თევზი, განსაკუთრებით ის სახეობები, რომლებიც სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.
მეორეა კვერცხი, მესამე პროდუქტად ექსპერტი ასახელებს ტყეში ბუნებრივად გაზრდილ სოკოს, ხოლო მეოთხე ჯგუფში – სხვადასხვა ფერისა და სახეობის ბოსტნეულს.
მისი თქმით, ყოველდღიურ რაციონში მწვანე, წითელი, ყვითელი, იისფერი და სხვა ფერის ბოსტნეულის მრავალფეროვანი კომბინაცია ორგანიზმს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.
