LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ წინა ურთიერთობის ტკივილებს არ მოვიშუშებთ, რთულია სწორი ურთიერთობის პოვნა“ – ზაზა ქოიავა შიშზე, სიყვარულსა და ძველ ტრავმებზე პოდკასტში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“

180
ზაზა-ქოიავა

რა არის შიში და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის პოდკასტში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავამ ისაუბრა.

რა არის შიში?

შიში ეს არის მძაფრი შეგრძნება,  რომელიც არ გაკეთებინებს რაღაცებს ტკივილისგან თავის არიდების მიზნით. ის ჩნდება ცხოვრებაში გარკვეული მოვლენებიდან გამომდინარე ან შეიძლება გამოყოლილიც იყოს. ბევრი სხვადასხვა შიში არსებობს, რომელიც არაცნობიერშია დაგროვილი.  უნდა განვაზოგადოთ, შიში ჩვენი დამცავია თუ ფობიასთან და პანიკასთან არის ახლოს.

მაგალითად, მე სულ მეშინოდა ხმის ამოღების, რადგან ერთხელ რომ ამოვიღე ხმა, მცემეს. ახლა ეს შიში მაიძულებს, რომ ხმა არ ამოვიღო. რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს ჩემთვის რესურსია, მაგრამ როცა იმ სახლიდან გამოვდივარ, სადაც მცემეს და დამოუკიდებელი ვარ, ეს პროგრამულად მაინც რჩება ჩემში. როცა ამბავი ხდება და ადამიანს აქვს ტრავმა, ეს ხშირად განზოგადდება და ფიქრებში გადადის. ეს ტრავმული მონაკვეთი „გაჩხერილია“ სადღაც, შესაბამისად, ადამიანს მუდმივად ჰგონია, რომ თუ მაგალითად,  ხმას ამოიღებს ტკივილს მიიღებს.

იგივე ქეისი შეგვიძლია გადავიტანოთ პირად ურთიერთობებშიც?

პირად ურთიერთობებში რამდენიმე მიზეზით გვაქვს ხოლმე პრობლემა. ერთი ის, რომ ღირებულებით ნაწილში ჩვენი არაა, მეორე ის რომ, ერთმანეთთან მუდმივი კინკლაობის ფონზე, შეიძლება ადამიანმა წარსულ ურთიერთობასთან შედარება დაიწყოს, წამოიღოს ძველი სცენარი. ასევე პრობლემა შეიძლება ოჯახური სცენარიდან მოდიოდეს. მაგალითად, ბავშვი დედ-მამის სიყვარულს სწავლის საფუძველზე იღებდა და მისი სიყვარულის სცენარია, მუდმივად წარმატებული იყოს. ასეთი ადამიანი ზრდასრულობაში შესაძლოა ბევრი მუშაობით ცდილობდეს პარტნიორის სიყვარულის მოპოვებას, ამ დროს პარტნიორს მისი ბევრი მუშაობა არაფერში სჭირდება, მხოლოდ ადამიანობა და ეს კი ვერ ხვდება, რატომ იღებს მისგან ჯუჯღუნს. ხშირია, როცა მამის და დედის დანაკლისს პირად ურთიერთობებში ეძებენ, ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ამ დანაკლისს პირადი ურთიერთობები.

არ უნდა შეხვიდე ისეთ ღრმა ურთიერთობაში, სანამ რაღაცეებს არ გაარკვევ. როდესაც შემდგომ გარკვეული ტიპის გრძნობები წინ წამოვა, მერე  პირდაპირ შუბლით დაეჯახები პრობლემას.

სანამ წინა ურთიერთობის, ან მოზარდობის გარკვეული ტიპის სიცარიელეებს, ტკივილებს არ მოვიშუშებთ რთულია სწორი ურთიერთობის პოვნა. არაფერს ვამბობ წარსულში როცა ტოქსიკურ ურთიერთობებში იყო ადამიანი, ან ღალატის მსხვერპლი ან დაუფასებლობის.

შიში წარმოიშვა იმისთვის რომ დაიცვას, ტვინის შფოთვითი უბანი არსებობს იმისთვის, რომ დაგიცვას, მას სურს შენი უსაფრთხოდ ყოფნა, ტვინის ამ ნაწილისთვის უსაფრთხოდ ყოფნა და კარგად ყოფნას შორის ტოლობის ნიშანია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. შეიძლება კარგად იყო და არ იყოს უსაფრთხოდ ან პირიქით.

მაგალითად, დავშორდი პარტნიორს დაუფასებლობის განცდით, დავიწყე მეორე პარტნიორთან ურთიერთობა. თუ პირველი პარტნიორის ტრავმა მოუშუშებელია, მეორე პარტნიორთან არ ვარ ისეთი, როგორიც პირველთან, რადგან ამ ორ პარტნიორს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. სინამდვილეში მეორე პარტნიორს ზუსტად ისეთი მოპყრობა სჭირდება, როგორიც პირველს, მაგრამ  გადაუმუშავებელი ტკივილის გამო შფოთვით ნაწილში პრობლემაა „გაჩხერილი“. უნდა განვაზოგადოთ, თუ ეს ტკივილიანი მონაკვეთი არ იქნებოდა, იქნებოდა კი ეს ჩვენი ქცევა იგივე? თუ – არა, ეს ნიშნავს რომ ჩვენი ქცევა არ არის ნამდვილი. როგორც კი ტკივილს იშორებ, ქცევა იცვლება.

ჩვენზე საზოგადოებრივი აზრიც მოქმედებს…

ეს დამოკიდებულია რამდენად გაქვს წამოწეული ინდივიდუალიზმი, რამდენად რისკავ, რამდენად აძლევ საკუთარ თავს მარცხის საშუალებას. ყველა ვმარცხდებით ზოგი ისე, ზოგი ასე.  მარცხი არის გაკვეთილი, მარცხი შეგვიძლია გარდავსახოთ გაკვეთილად. ანალიზი როდესაც არის გაკეთებული, აღარ გტკივა. მარცხში საკუთარი თავის ქმედებების აღიარებაზეა საუბარი. როდესაც ერთად მივდივართ და ჭას თავი აქვს მოხდილი და მე ჩავვარდი, რატომ არის ეს შენი ბრალი, პირველ რიგში ეს ჩემი ბრალია, და ეს უნდა ვაღიაროთ.

ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც რაღაცეები არ მოეწონებათ, თავიანთი საქმე გაუბედურებული ექნებათ და შენ რჩევას მოგცემენ, რომლებიც გეტყვიან მიყვარხარო და არ ეყვარები, რომლებიც იმეგობრებენ ანგარებისთვის, მაგრამ ამავდროულად, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც მაღალი ინტელექტის გამო შენს მიმართ ემპათიას გამოხატავენ, დაგაფასებენ, უბრალოდ წინებს თუ უყურე, ამათ ვერ დაინახავ.

თანამედროვე თაობას ძალიან მოსწონს ,,სითუეიშენ შიპ” ურთიერთობები. თუ იცი რატომ? პასუხისმგებლობები არ არის შიგნით. ორი ადამიანის ურთიერთობა უკვე პასუხისმგებლობაა, მაგრამ ესენი პასუხისმგებლობებისგან დაცლილები არიან, „რაღაც ურთიერთობაში ვართ, მერე არ ვართ“, ადამიანებს ეშინიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ურთიერთობებში შესვლა, ამას ბორკილებს არქმევენ, აქ მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რამდენად ნაკლებია შენში ტკივილები, ყოველ საღამოს გახსენდება მარცხდები? ესე იგი პრობლემა დასამუშავებელია, კომფორტის ზონიდან გამოსვლაც მაგას ნიშნავს, თუ გგონია დამარცხდები, ესე იგი საკუთარი თავის იმედი არ გაქვს.

ურთიერთობებში ისტერიულად არ უნდა „შევვარდე“, თუ ასე იწყება ურთიერთობა, ესე იგი უკან დანაკლისებია. მაგალითად,  წარსულში მძიმე „დარტყმის“ფონზე ადამიანები განსხვავებულად იქცევიან. ერთი ადამიანი შეიძლება ჩაიკეტოს, მეორე შურისმაძიებელი ხდება და ყველა გოგოს ტოვებს, მესამე ისტერიულად იწყებს ძებნას ახალი ურთიერთობების.

googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980658245-0'); });
googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980585780-0'); });