LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

192
მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

„განკარგულება საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები