იაპონურმა კომპანიამ 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე საკუთარ ცენტრალურ ოფისში ყველა ის მოდელი გამოფინა, რომელიც ისტორიულად Sony-ის საკუთრება იყო. გამოფენას თან ახლდა წარწერა – ეს Sony-ა. პორტალი The Verge ღონისძიების მიმოხილვისას შეეხო ყველა იმ გაჯეტს, რომელიც მოხვდა გამოფენაზე.
The Verge-იმ საკუთარ საიტზე საინტერესო სტატია განათავსა, სადაც ჩანაწერის ავტორი Sony-ის მიერ გამოსულ უამრავ მოწყობილობას შეეხო. ერთ-ერთი მათგანი 2003 წელს გამოშვებული აუდიო სისტემაა, რომელიც სპეციალურად ცოცხალი შესრულებისთვის იქნა ადაპტირებული. მოწყობილობა Qualia-ს საავტორო ხაზს ეკუთვნის.

სტატიაში ავტორმა ასევე ახსენა ცნობილი PlayStation Portable-მდე გამოშვებული მოწყობილობა სახელად Mylo, რომელიც ძალიან წააგავს PSP-ს. პატარა ჭკვიანი დივაისი აღჭურვილი იყო WiFi ტექნოლოგიით. სარეკლამო კამპანიაში გამოყენებული იყო დევიზი – My Life Online (ჩემი ცხოვრება ონლაინში). გაჯეტი განკუთვნილი იყო ინტერნეტის აქტიური მომხმარებლებისთვის.

რობოტების სერიის AIBO-ს ხაზი, რომელიც 2001 წელს იქნა წარმოდგენილი. გამოფენაზე განთავსებული იყო რობოტი სახელად Latte, რომლის გვერდითაც იყო მისივე სერიის რობოტი Macaron-ი და მათ შორის რობოტი სახელად Pug.

ასევე გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელიც პორტალმა საკუთარ საიტზე განათავსა.