მსახიობი ნინო მუმლაძე პოტკასტის „მეხუთე ელემენტი“ სტუმარი იყო, სადაც მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. გთავაზობთ მოკლე ეპიზოდს პოტკასტიდან.
„სტატისტიკურად გათხოვილი ქალის ცხოვრების ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე გაუთხოვარის და მამაკაცებში პირიქით ხდება. მარტოხელა კაცის ცხოვრების ხანგრძლივობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ცოლიანების. რომ დაფიქრდე, ლოგიკურია ეს მონაცემები. კაცისთვის ოჯახი ნიშნავს, რომ აქვს გარემო, სადაც მას უვლიან. ქალი კი ოჯახში უდიდეს რესურსს გასცემს. მარტოხელა კი მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს. ოჯახში ხანდახან იმდენი საქმეა, ქალი საკუთარი თავისთვის ვერც იცლის და რატომ გვარწმუნებენ საპირისპიროში, არ ვიცი“, – ამბობს ნინო მუმლაძე.
