ანა ტყებუჩავას პოდკასტი „მეხუთე ელემენტი“ ესტუმრა მაკა ძაგანიას ოჯახს, რომელიც რამდენიმე წელია, მეუღლესთან, გიგა ცერცვაძესთან და შვილებთან ერთად ქალაქგარეთ ცხოვრობს.
მაკა:
რეალურად, თავიდან ვმეგობრობდით.
გიგა:
2008-ში გავიცანით ერთმანეთი. როცა თეატრში მივედი, მაკას იცნობდა ის ხალხი, ვინც თეატრში დადის, დაკავებული იყო სარდაფებში. ჩემი ლექტორი იყო… ოღონდ მე არ დავდიოდი. თვე თუ თვენახევარი მოუწია ჩემი ლექტორობა. სანამ გავარკვიე, ვისთან უნდა მივსულიყავი…
მაკა:
ზარმაცი იყო, ერთხელაც არ დასწრებია ჩემს ლექციას… არ ვიცოდი, რომ ჩემი სტუდენტი იყო. 2008 წლიდან გვქონდა მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ცოლად 2014 წელს გავყევი.
გიგა:
სადღაც ექვსი წელი ვიცნობდი… როდის და როგორ მოხდა, არ მახსოვს…
მაკა:
გიგა მღერის ძალიან მაგრად. რისი ნიჭიც არ მომცა ღმერთმა, ეს არის სიმღერა, არც სმენა, არც ხმა. ცოტათი მაინც როგორ არ დამაბერტყა ღმერთმა ეს ნიჭი. გიგა მღერის ფანტასტიკურად და იუმორი აქვს კარგი, რაც ძალიან მომწონს მამაკაცში. სადღაც შემომეპარა. თავად იაქტიურა.
გიგა:
თავიდან ძალიან უარზე იყო. ამბობდა ხოლმე, მე მინდა, იყოს ინჟინერი… საბოლოოდ, გამხადა კიდეც.
მაკა:
ორი პრობლემა მქონდა, პროფესია და ასაკი. ასაკი მგონი, რთული გადასალახი იყო, რადგან მიღებული იყო, რომ ქალი დიდი არ უნდა იყოს. ჩვენ შორის 8 წელია განსხვავება, მაგრამ მაინც ერთი თაობა ვართ… ყველაფერი პანდემიამ გააკეთა. რაღაცნაირად პანდემიამ შეცვალა ჩვენი მიდგომა ყველაფრის მიმართ.
