ჰოლივუდის დიდების ხეივანში დოლი პარტონის დაზიანებული ვარსკვლავის რესტავრაცია დასრულდა. ქანთრი მუსიკის ლეგენდის სახელობითი ვარსკვლავი მთლიანად განახლდა და ახალი იერსახე შეიძინა.
მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, ვარსკვლავი თაყვანისმცემლებისთვის ერთგვარ მემორიალად იქცა, სადაც ისინი ყვავილებს, სანთლებსა და წერილებს ტოვებდნენ, თუმცა ორშაბათს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ ის ვანდალიზმის ობიექტი გახდა.
ბოროტმოქმედმა ვარსკვლავი სერიოზულად დააზიანა და მომღერლის სახელი გადაფხიკა.
ჰოლივუდის დიდების ხეივანში დოლი პარტონის ვარსკვლავი გაანადგურეს — მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები
ორგანიზაციამ – Hollywood Historic Trust და ჰოლივუდის სავაჭრო პალატამ დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები. როგორც აღმოჩნდა, ბუნებრივი ბზარების გამო, ვარსკვლავის რესტავრაცია მანამდეც იგეგმებოდა, თუმცა ვანდალიზმის ფაქტმა პროცესი დააჩქარა და სპეციალისტებმა ძველი ფილის შეკეთების ნაცვლად, მთლიანად ახალი ვარსკვლავის დამონტაჟება გადაწყვიტეს.
პარასკევს, 4 სექტემბერს, განახლებული ვარსკვლავი ოფიციალურად გაიხსნა.
თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მასზე დატანილი სპეციალური დეტალი — ვარსკვლავის ცენტრში ფირუზისფერი პეპელა განათავსეს.
აღსანიშნავია, რომ პეპელა დოლი პარტონის შემოქმედებისა და ცხოვრების უმთავრესი სიმბოლოა, რომელიც სათავეს მისი 1974 წლის საკულტო ჰიტიდან, Love Is Like a Butterfly იღებს.
“ჩვენ ვამაყობთ, რომ პატივს მივაგებთ დოლი პარტონის მემკვიდრეობას მისი ვარსკვლავის სრული შეცვლით,” — ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
ამჟამად, ადგილზე კვლავ იკრიბებიან ფანები, რათა პატივი მიაგონ გარდაცვლილი ვარსკვლავის ხსოვნას, რომელიც მუსიკალური მიღწევების გარდა, თავისი უპრეცედენტო ქველმოქმედებით იყო ცნობილი.
ცნობისთვის, ლოს-ანჯელესის პოლიციას ამ დრომდე დამნაშავის იდენტიფიცირებასთან ან დაკავებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.