ქანთრი მუსიკის ვარსკვლავი, ქეისი მასგრეივსი 5-წლიანი პაუზის შემდეგ MTV Video Music Awards-ის სცენას უბრუნდება, რათა პატივი მიაგოს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ლეგენდარულ მომღერალს, დოლი პარტონს. ორგანიზატორების ოფიციალური განცხადებით, მასგრეივსი დაჯილდოების ცერემონიაზე სპეციალურ მემორიალურ ნომერს წარადგენს.
ქანთრის დედოფლად წოდებული – დოლი პარტონი 25 აგვისტოს, 80 წლის ასაკში, კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მუსიკალური სამყარო შეძრა.
მასგრეივსი, რომელიც პარტონს თავის უმთავრეს შთამაგონებლად მიიჩნევდა, სოციალურ ქსელ X-ზე წერდა: „სამყარომ უეცრად დაკარგა თავისი ელვარება. დოლი… ეს ძალიან, ძალიან მტკივა“.
მასგრეივსმა მიმდინარე ტურნეს ფარგლებში ნიუ-იორკსა და ბოსტონში გამართულ კონცერტებზე უკვე შეასრულა პარტონის უკვდავი ჰიტები – 9 to 5 და Here You Come Again.
ცერემონიაზე მასგრეივსს არა მხოლოდ შემსრულებლის, არამედ ნომინანტის სტატუსიც აქვს. მისი სიმღერის – Dry Spell კლიპი წარდგენილია ნომინაციაში – „საუკეთესო ქანთრი ვიდეო“.
დოლი პარტონის გარდა, წლევანდელი VMAs კიდევ ორ მუსიკალურ ლეგენდას მიაგებს პატივს: რეი, ტედი სუიმსი და sombr ჯორჯ მაიკლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ნომერს შეასრულებენ, ხოლო საკულტო როკ-ჯგუფი – Nirvana დაჯილდოვდება საპატიო Video Vanguard Award-ით.
Nirvana MTV Video Music Awards-ზე მაიკლ ჯექსონის სახელობის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს
MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 43-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 27 სექტემბერს, ლოს-ანჯელესის Peacock Theater-ში გაიმართება, საღამოს კი რეპერი, სნუპ დოგი გაუძღვება.