ფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ პოდკასტში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ახალგაზრდების შესახებ ისაუბრა. ცნობილი ფსიქოლოგი ამბობს, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა, თავიანთი პრობლემებით არის დამძიმებული. მისი თქმით, ახალგაზრდებში ხშირია დეპრესიაც:
„ვერ ვიტყვი, რომ არ არიან ემპათიურები, უბრალოდ იმდენად არიან თავისი პრობლემებით დახუნძლული, გარეთ ვერ იყურებიან. იმიტომ კი არა, რომ ემპათიურები არ არიან, ან ცუდი ადამიანია – პირიქით, ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ეს კარგი ადამიანობა უნდა აღიზრდებოდეს, უნდა ვლინდებოდეს და ისინი არიან დაკავებულები თავისი პირადი ტრაგიზმებით და არავინ არ ეუბნება, რომ ეს პირადი ტრაგიზმები გვერდზე თუ არ გასწიე, სულ გექნება. ძალიან რთულ მდგომარეობაშია ჩვენი ახალგაზრდობა და ამათი ხანდაზმულობა, მე რომ წარმოვიდგენ, არ ვიცი, ცოტა მეშინია. ახალგაზრდა ასაკში როცა გაქვს დეპრესია და დეპრესიისკენ მიდრეკილება და ვერ ხედავ პოზიტიურს ვერაფერს და სულ ნეგატიურებს ხედავ, ხანდაზმულ ასაკში რა მდგომარეობაში ჩავარდები…“ – ამბობს გაგოშიძე.
