რადიო „ფორტუნას“ პოდკასტს „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ესტუმრა ზაზა ქოიავა, რომელმაც ისაუბრა, როგორ უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება მათ, ვინც ჩვენ მიმართ სიყვარულს გამოხატავს.
„რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები,რომლებსაც რაღაცები არ მოეწონებათ. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმე გაუბედურებული ექნებათ, მაგრამ შენ რჩევებს მოგცემენ… მანკიერი წრიდან ამოსვლას რომ შეეცდები, ქვემოთ ჩამოგქაჩავენ, გეტყვიან, რომ მიყვარხარო და არ ეყვარები, იარსებებენ ადამიანები, რომლებიც შენთან იმეგობრებენ ანგარებისთვის, მაგრამ ამავე დროს, შენ გარშემო იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად ეყვარები, დაგაფასებენ, მაღალი ინტელექტის გამო შენ მიმართ ემპათიას გამოხატავენ. უბრალოდ, წინებს თუ უფრო მეტი ყურადღება მიაქციე, ამათ ვეღარასდროს შეამჩნევ…“
