მოდელი და ტელეწამყვანი, ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლის, ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე გულახდილად ისაუბრა.
მათ შორის „იმედის“ ეთერში წყვილმა გაიხსენა პატრიარქ შიო მესამესთან შეხვედრა, რომელმაც მათი თქმით, დიდი როლი ითამაშა მათ ცხოვრებაში:
„შენ ახსენე, რომ თითქოს მე მოგვიყვანე ეკლესიაში, შენამდე მე მომიყვანა ჩვენმა უფროსმა ქალიშვილმა ანამ. ყველაფერი მართლაც ბუნებრივად და ორგანულად მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ რომ მოვნათლეთ ანა საგურამოს ერთ-ერთ პატარა ეკლესიაში, ყოველ ჯერზე, როდესაც გავდიოდით ქალაქიდან ანა მეუბნებოდა, რომ დედა ამიყვანე იმ ეკლესიაში სადაც მოვინათლე და თან რელიგიურ თემებზე მეკითხებიოდა, იყო ისეთი კითხვები, რაც მრცხვენოდა, რომ არ ვიცოდი, თითქოს მეც შენამდე ეკლესიურად ვცხოვრობდი, ასე მეგონა, აღვნიშნავდი ეკლესიურ დღესასწაულებს, დავდიოდი თვეში ერთხელ ეკლესიაში, სანთელსაც ვანთებდი, მაგრამ ის ნამდვილი შეგრძნება და სისავსე, რითაც ავსებულები ვართ ახლა, მე მაშინ არ მქონდა…“ – ამბობს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ნოე სულაბერიძემ გაიხსენა პატრიარქ შიო მესამესთან შეხვედრა:
„პატრიარქთან შეხვედრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში. მან მიგვიღო მთელი ოჯახით და დალოცა ის საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და ვემსახურებით. სწორად ის ახალი ფორმატი: სიყვარულის და ოჯახის ინსტიტუტის პოპულარიზაცია ემსახურება, იმ რჩევას და იმ კურთხევას, რომელიც ჩვენ პატრიარქისგან მივიღეთ…“ – თქვა ნოე სულაბერიძემ.
