LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მაგარი პასუხი, რაც ამ სკამზე მომისმენია…“ – რა თქვა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას

4822
2026-09-28_02-17-19_219869

ნოე სულაბერიძის გადაცემას „ნოესთან“ წამყვანის მეუღლე, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი სტუმრობდა.

ჯანეტმა კითხვაზე, ვინ არის ჯანეტ ქერდიყოშვილი?, შემდეგნაირად უპასუხა:

„ჯანეტ ქერდიყოშვილი არის ნოე სულაბერიძის მეუღლე“.

პასუხს ნოე სულაბერიძის ხუმრობით ნათქვამი რეპლიკა მოჰყვა:

„ყველაზე მაგარი პასუხი, რაც ამ სკამზე მომისმენია“.

„ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა“, – უპასუხა ჯანეტმა.

„ჯანეტი არის ძალიან უბრალო და უშუალო გოგონა, რომელსაც ღვთის წყალობით, დღეს აქვს ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. ეს არის ჩემი ოჯახი, ეს ხარ შენ, ჩემი ბავშვები, ეს არის წრე, რომელიც ჩემს ირგვლივ არის. ეს არის სამსახური, რომელზეც ვერ ვიტყვი რომ ვოცნებობდი, მაგრამ ახლა ამ გადმოსახედიდან ვხვდები – ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭირო იყო და ძალიან კომფორტულია ეს გარემო ჩემთვის“, – ისაუბრა მან.

ვიდეო: „როდესაც ჩემი და დავკარგეთ, მაგ პერიოდში მქონდა მძიმე დაავადება, რომელიც დავამარცხე…თითქოს მე უნდა დამმართნოდა რაღაც და მან თავის თავზე აიღო“ – ჯანეტ ქერდიყოშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები