LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… მკვლელმა ეს მნიშვნელოვანი დღე ტრაგედიად აქცია… დედასთან მაქვს კითხვა, რატომ? რატომ გაზარდა მკვლელი შვილი?“ – რა კადრს აქვეყნებს ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

299
დავით ნარიმანიძის დედა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა წერს, რომ დღეს მის შვილს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩაებარებინა და ბრალდებულის ოჯახს მიმართავს.

როგორც ეკა მხატვრიშვილი აღნიშნავს, მისი ერთადერთი იმედი ახლა სამართლიანობის აღდგენაა.

„დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი იმედით ელოდა.

მაგრამ დღეს ეს ჩემთვის სიხარულის დღე აღარ არის…

მკვლელმა ეს მნიშვნელოვანი დღე ტრაგედიად აქცია.

[…]

მე როგორც დედას [დედასთან] კითხვა მაქვს რატომ? რატომ გაზარდა მკვლელი შვილი?

ჩემი შვილის სიცოცხლე ვერაფერი დამიბრუნებს, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია.

ჩემო სუნთქვა დათო დე 💔 დედა არასოდეს დაგივიწყებს. შენ ცხოვრების ყველა გამოცდა კაცურად ჩააბარე💔“, – წერს ეკა მხატვრიშვილი.



დავით ნარიმანიძე, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 10 სექტემბერს მოკლეს.

„ეს სურათი წინა დღეებშია გადაღებული, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემს სუნთქვას… უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს, ყველას“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

შეგახსენებთ, 17 წლის არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე მისივე თანატოლი, დ.პ. დააკავეს.

ბრალდების თანახმად, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა. არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თქვენ დიდი ძალა მომეცით“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა კუპატაძეს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები