LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ცხოვრების თავიდან დაწყება გინდა – რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი

156
ქირიას NEWS შაბლონი

ცხოვრების შუა პერიოდი ბევრი ადამიანისთვის შეიძლება გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდეს. ამ ასაკში ადამიანები ხშირად თავიდან აფასებენ საკუთარ არჩევანს, ურთიერთობებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს. ზოგიერთისთვის ეს პერიოდი ცვლილებების შიშთან არის დაკავშირებული, თუმცა სხვებისთვის ის შესაძლებლობაა, თავიდან აღმოაჩინონ საკუთარი თავი და ისეთი ცხოვრება შექმნან, რომელიც მათ რეალურ სურვილებს უფრო მეტად შეესაბამება.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრების შუა პერიოდში ახალ ეტაპს იწყებენ, ხშირად რამდენიმე საერთო ჩვევით გამოირჩევიან:

1. ისინი ავთენტიკურობას ანიჭებენ უპირატესობას
ცხოვრების შუა პერიოდში ადამიანები ხშირად ხვდებიან, რომ წლების განმავლობაში სხვების სურვილებისა და მოლოდინების შესაბამისად ცხოვრობდნენ. ისინი თანდათან უარს ამბობენ იმ „ნიღბებზე“, რომლებიც სხვების მოსაწონად ან მისაღებად სჭირდებოდათ და იწყებენ საკუთარი ნამდვილი ინტერესებისა და სურვილების გამოხატვას.

2. იშორებენ ყველაფერს, რაც მათთვის აღარ არის საჭირო
იმისგან გათავისუფლება, რაც აღარ გვემსახურება, მხოლოდ ნივთებს არ ეხება. ეს შეიძლება იყოს ძველი შეხედულებები, სიამოვნების მუდმივი სურვილი, გარეგნობასთან დაკავშირებული წარმოდგენები ან ის პრიორიტეტები, რომლებიც ადრე მნიშვნელოვანი გვეგონა.

ამის ნაცვლად, ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რაც რეალურად სიხარულსა და სიმშვიდეს ანიჭებთ. კითხულობენ, საკუთარ თავში იხედებიან და ცდილობენ შეინარჩუნონ ის, რაც მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

3. შიშსა და შფოთვას კი არ გაურბიან, მართავენ და უმკლავდებიან
ცხოვრების ამ ეტაპამდე ადამიანების უმეტესობას უკვე გადატანილი აქვს რთული გამოცდილებები, დანაკარგები და მნიშვნელოვანი ცვლილებები. ისინი ხვდებიან, რომ ბევრი რამ, რისიც წარსულში ეშინოდათ, საბოლოოდ საერთოდ არ მოხდა, ხოლო ის სირთულეები, რომლებიც რეალურად შეხვდათ, გადაიტანეს.

ამიტომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას წარმატებით ცვლიან, შიშისგან გაქცევის ნაცვლად სწავლობენ მასთან გამკლავებას. დისკომფორტს აღარ აღიქვამენ მიზეზად, რომ ცვლილებაზე უარი თქვან.

4. საკუთარ თავს შეცდომის დაშვებისა და ზრდის საშუალებას აძლევენ
ცხოვრების შუა პერიოდში ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი – წარუმატებლობის შიშია. ადამიანს შეიძლება ეშინოდეს, რომ საკუთარ მოლოდინებს ვერ გაამართლებს ან სხვები მის ახალ ვერსიას არ მიიღებენ.

მაგრამ ისინი, ვინც რეალურად ახერხებენ საკუთარი ცხოვრების შეცვლას, მზად არიან გაურკვევლობაში ნაბიჯი გადადგან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, ადაპტირდებიან და გზას ცვლიან. მათთვის მთავარი წინსვლაა და არა შეცდომების თავიდან აცილება.

5. წარსულ შეცდომებზე სწავლობენ
ისინი აკვირდებიან საკუთარ წარსულს და აანალიზებენ, რა მუშაობდა და რა – არა. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც ურთიერთობებში განმეორებად არაჯანსაღ ჩვევებს, ისე ცხოვრების სხვა სფეროებში დაშვებულ შეცდომებს.

მთავარია, იგივე მოქმედებების გამეორებით განსხვავებული შედეგის მოლოდინი არ ჰქონდეთ. ისინი წარსულ გამოცდილებას იყენებენ იმისთვის, რომ მომავალში იგივე წრეზე აღარ იარონ.

6. დროს ისეთ ადამიანებთან ატარებენ, რომლებიც მათ შთააგონებენ
ისინი აღარ ირჩევენ ადამიანებთან ურთიერთობას მხოლოდ მოვალეობის გრძნობით ან სოციალური და პროფესიული სტატუსის გამო.

ამის ნაცვლად, ცდილობენ გარშემო ჰყავდეთ ადამიანები, რომელთა თვისებები, ცხოვრების წესი ან ინტერესები მათთვის შთამაგონებელია. ასეთ ურთიერთობებში ისინი ახალ რაღაცებს სწავლობენ.

7. ახალ გამოცდილებებს იღებენ – კომფორტის ზონის მიღმა
ადამიანები, რომლებიც ცხოვრების შუა პერიოდში საკუთარ თავს ცვლიან, ცდილობენ ახალი გამოცდილებები მიიღონ და ისეთი რამეები გამოცადონ, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ.

ისინი ინტერესდებიან, როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ სხვა ადამიანები, სწავლობენ ახალ უნარებს, მოგზაურობენ, ეცნობიან განსხვავებულ კულტურებსა და იდეებს. ახალი გამოცდილება მათ სამყაროს სხვანაირად დანახვაში ეხმარება.

8. თამაშობენ
ბავშვობაში თამაში სწავლისა და განვითარების ბუნებრივი ნაწილია, თუმცა ზრდასრულ ასაკში ბევრი ადამიანი მას დროის ფუჭ ფლანგვად მიიჩნევს.

ცხოვრების შუა პერიოდში კი ადამიანები ხელახლა აღმოაჩენენ თამაშისა და ექსპერიმენტების მნიშვნელობას. იცვლიან ვარცხნილობას, ტანსაცმლის სტილს, უსმენენ განსხვავებულ მუსიკას, ცდიან ახალ საქმიანობას და საკუთარ თავს სხვადასხვა რამის გამოცდის უფლებას აძლევენ.

ცხოვრების შუა პერიოდში საკუთარი თავის წარმატებით შეცვლა, დაკავშირებულია ახალი შესაძლებლობების მოსინჯვასთან, ექსპერიმენტებთან და საკუთარი ინტერესების ხელახლა აღმოჩენასთან.

ეს პერიოდი შეიძლება გახდეს შესაძლებლობა, რომ ადამიანმა კვლავ დაიბრუნოს ის, რაც წლების განმავლობაში სხვების მოლოდინების, პროფესიული ვალდებულებებისა და ყოველდღიური პასუხისმგებლობების გამო გვერდზე გადადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები