მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ აცხადებს, რომ მას შემდეგ „რაც ეს ამბავი თავს დაატყდა, რწმენა შეერყა…“.
„მე მყავს ჩემი მოძღვარი, ძალიან კარგი მამაო, რომელიც გიგას სიცოცხლეში გიგასთვის ლოცულობდა. უწყვეტად…
დავდივარ ეკლესიაში, გიგასთვის ვკითხულობ ლოცვებს ყოველდღიურად ვანთებ სანთელს, მაგრამ რწმენა მაქვს შერყეული.
მამაოების გარდა ვხვდები დედაოებსაც. ყველას ვუსმენ და ყველასგან ერთი და იგივე შინაარსის რაღაც მესმის. მეუბნებიან ასეთ რამეს – „ჩვენ არ გვიკვირს, რომ შენ რწმენა შეგერყა, პირიქით, შენ რომ ახლა რწმენაში ღრმად იყო მაშინ ჩვენ ვერ ვირწმუნებდით, თქვენს სპეტაკ და სწორ წარსულს. თუნდაც პატარა ცოდვა რომ გქონდეთ იტყოდით, რომ შესაძლოა ეს ჩემთვის პატარა ცოდვაა, მაგრამ უფლისთვის და იმ ადამიანის წინაშე ვის მიმართაც ცოდვა მაქვს, მისთვის არის დიდი. და აი ამ ცოდვისთვის ეს პასუხი მაგებინა ღმერთმა და უფრო ღრმად შეხვიდოდით რწმენაში, ვიდრე მანამდე გქონდათო… თქვენ, როცა ახლა, თქვენი სწორი და მართალი წარსული იცით, გიგას ღირსეული და უხინჯო წარსული, სწორედ ამიტომ შეგერყათ რწმენაო… დაგვერწმუნეთ, დალაგდება ყველაფერი და ისევ დაგიბრუნდებათ რწმენა, თან უფრო ღრმადო… არ ვიცი, ვნახოთ…
ახლა ვიქექები წარსულში, რომ ვიპოვო ჩემი რაღაც ცოდვა. ხანდახან ხო ვრჩები თუნდაც ნახევარი წუთით საკუთარ თავთან: „ეკა, სად, რა დააშავე? რისთვის აგებ ახლა ასე მწარედ პასუხს?
ჩუმად ვბღავი, თუმდაც იმიტომ რომ ნიკამ არ გაიგონოს და არ გავანადგურო იმაზე უფრო მეტად, როგორც ახლა არის“, – აცხადებს ეკა კუპატაძე.
იხილეთ ვიდეო
