მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემას „360 გრადუსი“ სტუმრობდა, სადაც გიგა ავალიანის საქმეზე ისაუბრა.
ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ გიორგი მალანია, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე არის დაკავებული, სისხლის მსმელია, რომელსაც ადამიანები უნდა ერიდონ.
„ხალხო, იცით რა ძნელი გასააზრებელია? იცით, რამდენჯერ ვკვდები?! თვალწინ რომ მიდგას ჩემი შვილი როგორ იხრწნება, ის არ მოქმედებს ისე ძალიან, როცა ვფიქრობ, რომ იმდღეს გიორგი მალანიამ მე დამინახა, თვალი თვალში გამიყარა, მე როდესაც გიგასთან შევედი, მიყურებდა თვალებში და იცოდნენ, რომ ჩემს შვილს უთვლიდნენ წუთებს… იცოდა ეს გიორგი მალანიამ…
არ ვიცი… კი მინდა რომ მოვესწრო მაგათ ციხიდან გამოსვლას და როგორმე გავძლო 11, 12 წელი მაგრამ დაიმახსოვრეთ ხალხო, მოერიდეთ გიორგი მალანიას! სისხლის მსმელი, სისხლმოწყურებული. სოფელში რომ დააკავესო, ხუთი გამომძიებელია დარჩენილი და იმ პოლიციელის ჩვენება აინტერესებთ, ვინც დააკავა… რა? ის გინდათ დაგიდასტუროთ, პატარა საყვარელი ანკესი ჰქონდა ჩანთაშიო?
ვინც 80 წლის ბებიას მაცოდებთ, იცით, ჩემს ძმისშვილს თმა გაუთეთრდა, გიგა რომ მოკვდა? ჩემი 5 წლის ძმისშვილი ძილში გაბაშვილი, რიკაძეო, ყვიროდა“, – აცხადებს ეკა კუპატაძე.
