„შუადღე ლაივი“ გვთავაზობს ასტროლოგ სოფია ბზეკალავას პროგნოზს ვენერას რეტროგრადული ფაზისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
სოფია ბზეკალავა:
„ვენერას რეტროგრადული ფაზა დაიწყება 3 ოქტომბრიდან, თითქმის იანვრის დასაწყისამდე გვექნება ეს ფაზა. იქნება ფასეულობათა სისტემის გადალაგების პერიოდი, ბევრი ადამიანი გადაალაგებს მატერიალურ ფაქტორს, დამოკიდებულებას, ურთიერთობებს, რას ვხარჯავ ამ მხრივ და რატომ ვაკეთებ ამას. იანვრამდე ძალიან დიდი გადალაგებები იქნება. ბევრი ადამიანი გააცნობიერებს, რომ ასე აღარ უნდა ცხოვრება და ამას აკეთებდა გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე. რეალურად, ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია სოციალურ მარკერებზე, ვიღაცის თვალში თუ წარმატებული ვარ, ავტომატურად ბედნიერია. მაგრამ იქნებ სხვა რაღაცები მაბედნიერებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია წყვილებს შორის ურთიერთობები. ადამიანები შეიძლება ვიზუალურად შეიცვალოს, უბრალოებისკენ წავალთ. მთავარი კითხვა იქნება – ჩემ თავთან მარტო რომ ვრჩები, მომწონს თუ არა ჩემი თავი. სამყაროში ტრენდები იცვლება. ყველაზე ტრენდული იქნება ის ხალხი, რომელიც მხოლოდ თავის თავს თამაშობს…“
