ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ამონარიდს გია ბაღაშვილის ფოლკლორული კონცერტიდან, სადაც გია ბურჯანაძის შთამბეჭდავი სიტყვის შემდეგ „ჩაკრულო“ სრულდება.
„მაშინ, როდესაც სულიერი და ფიზიკური ძალების მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება, სწორედ მაშინ ვიხსენებთ ხოლმე ფასდაუდებელ საგანძურს, რომელიც ჩვენს წინაპრებს შეუნახავთ და ჩვენამდე მოუტანიათ. ვიხსენებთ, რა განსაცდელები გადაულახავთ, რათა დაეცვათ და შეენახათ და ჩვენამდე მოეტანათ მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც. ვიხსენებთ მათ საამაყო სახელებს და თავს შევუძახებთ ხოლმე, მეც ხომ მათი ჯიშისა და ჯილაგისა ვარ. თუკი მათ შეძლეს, მეც შევძლებ. სწორედ ამ რწმენითა და სიყვარულით მოდის უფლის შეწევნაც და ჩვენი გამარჯვებაც. ამიტომაც სიამაყით ვამბობთ, არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია…“
