LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მეუღლის, მანანას დამსახურებაა, თუკი რამეს მიაღწიეს ამ ცხოვრებაში მამა-შვილმა ბაღაშვილებმა….“ – ჯემალ ბაღაშვილი 85 წლის იუბილეს დიდი შემართებით შეხვდა

487
გია ბაღაშვილი

ცნობილ მუსიკოსს, ესტრადის რეჟისორსა და სცენარისტს, ჯემალ ბაღაშვილს ახლახან 85 წელი შეუსრულდა. ჟურნალ „სარკესთან“ ის განვლილ ცხოვრებას აფასებს და აჯამებს.

„ამ ასაკამდე შრომამ მომიყვანა. სანამ უფალი არ მომიხმობს, ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებ. ეს თარიღი არის განვლილი წლებისთვის თვალის გადავლება, რა შევძელით და რა ვერ შევძელით, რა გამოგვივიდა და რა – ვერა. ამ შემთხვევაში შედეგია. ჩემს შემოქმედებით გზას ვგულისხმობ. 67 წელია, სცენაზე ვდგავარ. ამ 67 წლიდან 60 წელი ჩემს მშობლიურ „ივერიაში“ გავატარე“, აღნიშნავს ცნობილი მუსიკოსი და დასძენს, რომ ყველაფერი ის, რაც მის ცხოვრებაში შეიქმნა, მეუღლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა:

„მანანას დამსახურებაა, თუკი რამეს მიაღწიეს ამ ცხოვრებაში მამა-შვილმა ბაღაშვილებმა. თეონას სახით ბრწყინვალე გოგონა გამიზარდა, რომელიც დღეს ჩემი პატრონია და უშველებელ ოჯახს უძღვება…“

ჯემალ ბაღაშვილი თავისი მეუღლის გაცნობის ისტორიასაც იხსენებს და ამბობს, რომ ის დარბაზში მაშინ შეამჩნია, როდესაც თავად სცენაზე იდგა და მასთან ჩავიდა გასაცნობად:

„ასეთი რამ არ მჩვევია, მაგრამ მაშინ გულმა მიკარნახა, დავდე გიტარა და დარბაზში ჩავედი. მივედი იმ უცნობ გოგონასთან, რომელიც შემდგომში ჩემი მეუღლე გახდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები