LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის პრესლი გერბერს, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, კრემაცია ჩაუტარდა

528
page

სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის 27 წლის ვაჟს, პრესლი გერბერს, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში კრემაცია ჩაუტარდა.

როგორც TMZ წერს, ამის შესახებ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მოწმობაშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, პრესლის კრემაცია კალიფორნიაში, Rose Family Funeral Home-ში ჩატარდა.

გამოცემის ინფორმაციით, სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი შვილის ფერფლს საკუთარ სახლში, მალიბუში შეინახავენ.

როგორ ცდილობდა სინდი კროუფორდი 27 წლის შვილის გადარჩენას – უახლესი დეტალები პრესლი გერბერის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ

პრესლის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. პრესლი ლოს-ანჯელესის სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა, სადაც ნივთიერებებზე დამოკიდებულებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკურნალობდა.

მისი გარდაცვალების დღეს სამაშველო სამსახურში შესულ ზარზე საუბარი იყო „გულის გაჩერებასა“ და „გადაჭარბებულ დოზირებაზე“.

მედიის ცნობით, პრესლი სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მისვლისას უკვე რომელიღაც ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

„ვნახოთ… ვლოცულობ, რომ აქ დაბრუნება აღარასდროს მომიწიოს“ – პრესლი გერბერმა 15 ფსიქიატრი შეიცვალა – უახლესი ამბები სინდი კროუფორდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ვაჟის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ პრესლი გერბერის ექიმმა იცოდა პაციენტის ნარკოდამოკიდებულების შესახებ, მისთვის პრეპარატის გამოწერას მაინც აგრძელებდა – ახალი დეტალები სინდი კროუფორდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ვაჟის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები