LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად იმისა, რომ პრესლი გერბერის ექიმმა იცოდა პაციენტის ნარკოდამოკიდებულების შესახებ, მისთვის პრეპარატის გამოწერას მაინც აგრძელებდა – ახალი დეტალები სინდი კროუფორდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ვაჟის შესახებ

432
Untitled Design

სინდი კროუფორდისა და რანდი გერბერის გარდაცვლილი ვაჟის, 27 წლის მოდელ, პრესლი გერბერს მკურნალ ექიმთან დაკავშირებით ახალი დეტალები გავრცელდა. TMZ-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა იცოდა პაციენტის ნარკოდამოკიდებულების შესახებ, მას „კეტამინს“ უნიშნავდა.

სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ცნობილია

წყაროს ინფორმაციით, ექიმისთვის ცნობილი იყო პრესლის პრობლემები ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით, მათ შორის „კეტამინის“ რეგულარული გამოყენების შესახებ. მიუხედავად ამისა, ექიმი მისთვის პრეპარატის გამოწერას მაინც აგრძელებდა.

გამოცემის ცნობით, გერბერის ოჯახის ახლობლები მომხდარით აღშფოთებულები არიან და მედიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავენ.

ცნობისთვის, „კეტამინი“ მედიცინაში ძირითადად საანესთეზიო საშუალებად გამოიყენება, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდაც ინიშნება. ამასთან, პრეპარატს დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლია და მისი გამოყენება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები.

კეტამინის ჭარბი დოზა, განსაკუთრებით კი მისი ალკოჰოლთან ერთად მიღება, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი იყოს.

ცნობისთვის, პრესლი გერბერი საჯაროდ საუბრობდა საკუთარ ბრძოლაზე დამოკიდებულებასთან, დეპრესიასთან, პანიკურ შეტევებსა და შფოთვით აშლილობასთან. სოციალურ ქსელში მას ჰქონდა პოდკასტი, „ფსიქიკური ჯანმრთელობა ორშაბათობით“, სადაც საკუთარ გამოცდილებასა და გამოჯანმრთელების პროცესზე საუბრობდა.

პრესლი გერბერის უკანასკნელი ფოტო და ბოლო საჯარო მიმართვა – სინდი კროუფორდისა რენდი გერბერის ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები