LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ცდილობდა სინდი კროუფორდი 27 წლის შვილის გადარჩენას – უახლესი დეტალები პრესლი გერბერის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ

832
page

სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი, რენდი გერბერი, წლების განმავლობაში ცდილობდნენ, 27 წლის ვაჟს, პრესლი გერბერს, ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში დახმარებოდნენ.

როგორც გამოცემა People-ს წყარომ განუცხადა, როდესაც პრესლის ნარკოდამოკიდებულება კონტროლიდან გამოვიდა, მისმა მშობლებმა დახმარების მისაღებად ყველა შესაძლო გზას მიმართეს. ოჯახი მას მკურნალობის გავლაში ეხმარებოდა და გამოჯანმრთელების პროცესში რამდენიმე სპეციალისტიც კი დაიქირავა.

„ვნახოთ… ვლოცულობ, რომ აქ დაბრუნება აღარასდროს მომიწიოს“ – პრესლი გერბერმა 15 ფსიქიატრი შეიცვალა – უახლესი ამბები სინდი კროუფორდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ვაჟის შესახებ

წყაროს ინფორმაციით, პრესლისთან მუდმივად იმყოფებოდნენ ე.წ. „სიფხიზლის მწვრთნელები“, რომლებიც მას დამოკიდებულების დაძლევის პროცესში ეხმარებოდნენ. ამასთან, სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი ცდილობდნენ, შვილისთვის ისეთი საქმიანობა ეპოვათ, რომელიც მის ინტერესებსა და შესაძლებლობებს შეესაბამებოდა. პრესლი სხვადასხვა პერიოდში მოდელად და ფოტოგრაფად მუშაობდა.

„ზამთარში მას ჰქონდა პერიოდი, როდესაც სრულად სუფთა იყო და მისი ოჯახი ძალიან ბედნიერი იყო. თუმცა, ბოლო ერთი წელი პრესლისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ოჯახი განადგურებულია“, – ამბობს წყარო.

შეგახსენებთ, 27 წლის პრესლი გერბერი 20 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში, ნარკოტიკული ნივთიერების დოზის გადაჭარბების შედეგად გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ პრესლი გერბერის ექიმმა იცოდა პაციენტის ნარკოდამოკიდებულების შესახებ, მისთვის პრეპარატის გამოწერას მაინც აგრძელებდა – ახალი დეტალები სინდი კროუფორდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ვაჟის შესახებ

სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები