„პრაიმშოუს“ ეთერში, „იმედზე“, ცისანა სეფიაშვილმა ისაუბრა, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება მეუღლემ, ოთო გიორგობიანმა:
„იაპონელებთან ვმუშაობდი. მივიღე ურთულესი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, რამაც ის კომპანია დამატოვებინა, ერთ საღამოში მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. 2020-ში ძალიან კარგი კომპანიიდან წავედი სხვაგან… ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მადლობა ამ ძალიან არასწორი გადაწყვეტილებისთვის სამყაროს, უფალს… უკვე წლებია, მე ვარ ძალიან ბედნიერი ქალი, ჩემ გვერდით არის ადამიანი და ძალიან დიდი სიყვარული მაპოვნინა ამ არასწორმა ნაბიჯმა… რომ არა ეს გადაწყვეტილება, ვერ ვიპოვიდი მას. ტყუილად არაფერი ხდება…“
