ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი მოზარდი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
დაშავებული მოზარდები ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობენ.
როგორც „ფორტუნას“ კლინიკის დირექტორმა, დავით მდინარაძემ განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„ერთი მოზარდი, გოგონა გარდაიცვალა. ამჟამად კლინიკაში იმყოფება ოთხი დაშავებული, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის“, – უთხრა „ფორტუნას“ კლინიკის დირექტორმა.
როგორც „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
