გვინეტ პელტროუმ კვლავ ბრედ პიტის შესახებ ისაუბრა. 53 წლის მსახიობმა პოდკასტში, Friends Keep Secrets ყოფილ საქმროსთან ურთიერთობის დასრულება გაიხსენა.
„უბრალოდ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ორივე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ვმუშაობდით.
ის ძალიან ლამაზი იყო. მგონი, 31 წლის იყო, მე კი 22 წლის. შესანიშნავი ადამიანია და მე ის დღემდე მიყვარს, ის ჩემი მეგობარია. ძალიან რთული იყო მასთან დაშორება, თუმცა გარდაუვალი. ძალია დამწუხრებული ვიყავი“, – გაიხსენა გვინეტმა.
ცნობისთვის, გვინეტი და ბრედი 90-იანებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ჰოლივუდის გამორჩეულ წყვილადაც იყვნენ შერაცხილნი. მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ 1997 წელს ნიშნობაც კი ჰქონდათ, თუმცა ის მალევე ჩაიშალა.