LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალსა და ხელს შუა დაქალებული ჰარპერ ბექჰემი ძვირად ღირებულ „ლუქში“ – ვარსკვლავური დედა-შვილის უახლესი ფოტოები

180
page

ვიქტორია და ჰარპერ ბექჰემებმა ახალ ფოტოებში, რომლებიც მოდის ბრენდის, Annie’s Ibiza-თვის გადაიღეს, განსაკუთრებულად ელეგანტური და შთამბეჭდავი ვინტაჟური „ლუქები“ მოირგეს.

52 წლის ვიქტორია ულამაზეს 1920-იანი წლების სტილის, ოქროსფერ-ორნამენტებიან კაბაში გამოჩნდა. მისი ფასი 4,950 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

მის გვერდით პოზირებდა 15 წლის ჰარპერი, რომელსაც ყავისფერი ყვავილებიანი კაბა ეცვა. საინტერესოა, რომ ეს განსაკუთრებული დიზაინის სამოსი მოგვიანებით თავად ვიქტორიამაც მოირგო.

ჰარპერმა ვინტაჟურ კაბას 1,275 ფუნტის ღირებულების ოქროსფერ „ბოტეგა ვენეტას“ კლატჩი და 680 ფუნტის „ერმესის“ სანდლები შეუხამა.

„ნიკოლა, ახლა შენი ჯერია!“ – ბექჰემების სარძლო, ჯეკი აპოსტელი მოგზაურობიდან ფოტოებს სერიას ავრცელებს

ბრუკლინ ბექჰემმა დას დაბადების დღე ჩაუმწარა – ფოტოები ჰარპერ ბექჰემის იუბილედან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები