LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრუკლინ ბექჰემი სიდედრ-სიმამრმა იშვილა“ – შოკისმომგვრელი ინფორმაცია დევიდ და ვიქტორიას ბექჰემებისთვის

358
page

ბრუკლინ ბექჰემი, როგორც ირკვევა, ბიზნესსფეროში განვითარებისთვის რჩევებს მილიარდერი სიმამრისგან, ნელსონ პელტცისგან იღებს. ეს ინფორმაცია ბექჰემების ოჯახში არსებული დაუსრულებელი დაძაბულობის ფონზე ვრცელდება.

27 წლის ბრუკლინი, სავარაუდოდ, მეუღლესთან, მსახიობ, ნიკოლა პელტცთან ერთად საკუთარი ბიზნესიმპერიის შექმნას გეგმავს. როგორც უცხოური მედია წერს, წყვილს სურს, მომავალში ისეთი მასშტაბის ბრენდი შექმნას, რომელიც ბრუკლინის მშობლების, ვიქტორიასა და დევიდ ბექჰემების, წარმატებულ ბიზნესიმპერიას გაუწევს კონკურენციას.

უახლესი ცნობებით, ბრუკლინს ბიზნესის განვითარებაში 84 წლის ნელსონ პელტცი ეხმარება, რომლის ქონებაც დაახლოებით 1.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ნელსონმა ბრუკლინს ურჩია, ყურადღება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე გაემახვილებინა და საკუთარი ცნობადობა ბიზნესის გასავითარებლად გამოეყენებინა.

„ბრუკლინი ნიკოლას მამისგან რჩევებს იღებს. მისი აზრით, ბრუკლინის საუკეთესო შესაძლებლობები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შექმნაშია, ბრუკლინიც მას უსმენს, დიდ დროს ატარებს სიდედრ-სიმამრთან. ფაქტობრივად ნელსონ და კლაუდია პელტცებმა ბრუკლინი იშვილეს“, – აცხადებს წყარო.

„ბრუკლინ ბექჰემი სიდედრ-სიმამრმა იშვილა“, „მორიგი დარტყმა დევიდისა და ვიქტორიასთვის“, „აი, ამას ჰქვია უმადურობა“, – ასე აფასებენ მედიაში სიახლეს.

ბექჰემების შესახებ წიგნის ავტორმა გაარკვია, როგორ და როდის „გამოუცხადა ომი“ ვიქტორიამ რძალს – ახალი დეტალები

„არასოდეს ილაპარაკო ჩემს მეუღლეზე!“ – ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელტცის დასაცავად „ჰეითერებს“ უპირისპირდება

დიდი შეკრება არასრული შემადგენლობით – რა ხდება ბექჰემების ოჯახში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები