ბექჰემების ოჯახში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. პარასკევს, პარიზის ქუჩებში ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი, რომანტიკულ მომენტში დააფიქსირეს. წყვილი ერთმანეთს კოცნიდა იმავე საღამოს, როდესაც ბრუკლინის დედამ, ვიქტორია ბექჰემმა, „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ბრუკლინი, დედისთვის მორიგ მნიშვნელოვან საღამოს არ დასწრებია.
დევიდ ბექჰემმა, სოციალურ ქსელში ვიქტორიას ჩვენებიდან არაერთი ფოტო გააზიარა. ფოტოებში დევიდთან ერთად ოჯახის სხვა წევრებიც ჩანან,15 წლის ჰარპერი, 21 წლის კრუზი შეყვარებულ ჯეკი აპოსტელთან ერთად და 24 წლის რომეო, თავის პარტნიორ, კიმ ტერნბულთან ერთად.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან ვამაყობთ შენით. შენი ელეგანტურობით, თავდადებითა და იმ სილამაზით, რომლითაც ადამიანებს აგრძნობინებ, რას ნიშნავს შენი სამოსი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ვიყოთ შენი მშვენიერი საღამოს ნაწილი, თანაც ისეთ ქალაქში, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს“, – დაწერა დევიდმა ვიქტორიასადმი მიძღვნილ პოსტში.