LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა 17 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანზე: „სამწვადეში შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც მოშორებით გაიყვანა და დანით ჭრილობები მიაყენა“

663
პროკურატურა

„საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა…“ – თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს, დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დავითი ჩვენს სკოლაში მე-10 კლასამდე სწავლობდა. იგი გამორჩეული იყო თავისი წესიერებით, კეთილშობილებით, ზრდილობითა და საუკეთესო თვისებებით“ – 23-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავით ნარიმანიძის გარდაცვალების გამო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები