47 წლის მსახიობი, კეტი ჰოლმსი და 39 წლის ნიუ-იორკელი მხატვარი, ჯეისონ ბარდ იარმოსკი, „კელვინ კლაინის“ „ნიუ-იორკის მოდის კვირეულის“ ჩვენებაზე კვლავ ერთად გამოჩნდნენ. წყვილი ღონისძიებაზე ხელჩაკიდებული მიემართებოდა.
ტომ კრუზის ყოფილი მეუღლე მთელი გზის განმავლობაში იღიმოდა და ჯეისონის მიმართ ემოციებს, სიყვარულსა და აღტაცებას ვერ მალავდა.
წყვილმა ერთმანეთთან ფერებში შეხამებული „ლუქები“ მოირგო. კეტი თეთრ პერანგსა და ჰაეროვან, კრემისფერ ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი, ხოლო მის პარტნიორს ღია ფერის ზედა და წვრილზოლებიანი შარვალი ეცვა.
ცნობისთვის, წყვილი ერთად გასულ თვეს გამოჩნდა. ინსაიდერის ცნობით, მათ ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ გამართულ ვახშამზე გაიცნეს და მას შემდეგ აღარც განშორებულან.
„როგორ გადავლახოთ შუა ხნის კრიზისი“, „როგორი ბედნიერია“, „იმსახურებს კეტი ბედნიერებას“, – წერენ კომენტარებში.
„დედა-შვილს ჰგვანან“ – 47 წლის კეტი ჰოლმსმა შეყვარებული გამოაჩინა და კრიტიკაც დაიმსახურა