სინდიმ კროუფორდის ერთადერთი ვაჟის, პრესლი გერბერის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ცნობილია. როგორც დასავლური მედია წერს, 27 წლის პრესლი გერბერი ნარკოტიკული ნივთიერების დოზის გადაჭარბების შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობებით, გარდაცვალების დროს 27 წლის მოდელი ლოს-ანჯელესის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უწყების ცნობით, გერბერის გარდაცვალება 2026 წლის 20 სექტემბერს, დილის 09:45 საათზე, ადგილზე მისულმა მედიკოსებმა დაადასტურეს.
სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა