LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ზენია“, „პრადა“, „ერმესი“ – რა ღირს პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცის სრული „ლუქი“ – 62 წლის ბრედ პიტის უახლესი გამოჩენა

244
page

ახალი ფილმის, „ნადირის გულის“ პრემიერის შემდეგ, ბრედ პიტი ესპანეთის ქალაქ, სან-სებასტიანში ჩავიდა, სადაც „სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალში“ მიიღებს მონაწილეობას.

მსახიობის გამოჩენას გულშემატკივრების დიდი ყურადღება მოჰყვა. პიტმა ფანებს დრო დაუთმო, ავტოგრაფები დაარიგა და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

62 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე ყოველდღიური სტილის „ლუქით“ გამოჩნდა. მისმა ჩაცმულობამ, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

რა ეცვა პლანეტის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცს:

„ზენიას“ ფირუზისფერი ქურთუკი (9950$), „ზენიას“ ნაცრისფერი შარვალი (950$), „ტომ ფორდის“ ჟოლოსფერი მაისური (500$), „პრადას“ ყვითელი კედები (950$), „ერმესის“ ლურჯი კეპი (540$), „პრადას“ სათვალე, (550$), „ბრუნელო კუნიჩენის“ ტყავის ჩანთა (6000$),

შესაბამისად, ბრედ პიტის სრული „ლუქის“ ღირებულებამ ჯამში 19,440 დოლარი შეადგინა.

World War Z ბრუნდება – Paramount-მა ბრედ პიტის მონაწილეობით ფილმის გაგრძელება დაადასტურა

„პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი“ – 62 წლის ბრედ პიტი და ინეს დე რამონი ახალი ფილმის პრემიერაზე

პირველი კადრები ბრედ პიტის ახალი ფილმიდან „ნადირის გული“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები