სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, რენდი გერბერი, 27 წლის ვაჟის, პრესლი გერბერის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ.
60 წლის სუპერმოდელი და 64 წლის ბიზნესმენი ჰოლივუდში, მათი გარდაცვლილი ვაჟის სახლთან გადაიღეს.
გლოვით დამძიმებული მშობლები ცდილობდნენ, პაპარაცების ყურადღებისგან თავი აერიდებინათ. კროუფორდს მუქი სათვალე ეკეთა და მანქანაში მგზავრის სავარძელზე იჯდა, ავტომობილს რენდი გერბერი მართავდა.
ახლახან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრესლი სარეაბილიტაციო ცენტრში მისვლისას, ფხიზელ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ცნობილია
ცნობისთვის, სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის ვაჟი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების დოზის გადაჭარბების შედეგად, სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა.
რა განაცხადა სინდი კროუფორდმა მისი ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებამდე

